გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ღაზა სამთვიანი ომის შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახდ
გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი, მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ სამთვიანი ომის შემდეგ ღაზა „საცხოვრებლად უვარგისი“ გახდა.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ადამიანებს შიმშილი ემუქრებათ და ღაზის მოსახლეობა ყოველდღიური სასიკვდილო საფრთხეების მოწმეა, რასაც მსოფლიო უყურებს.
მარტინ გრიფიტსის განცხადებით, მიმდინარე ომის დროს ათასობით ქალი და ბავშვი დაიღუპა, ოჯახები კი ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ.