ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთი ბლინკენის პირველი გაჩერებაა, რეგიონში დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში.

სახელმწიფო მდივანი შაბათს სტამბოლში შეხვედრებს გამართავს, ასევე მოსალოდნელია მისი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის შემდეგ ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა.

2023 წლის 7 ოქტომბრის “ჰამასის” ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ეს ბლინკენის რეგიონში უკვე მეოთხე ვიზიტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები