UNIAN: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტს დაარტყეს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოში იტყობინებიან.

“დღეს დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლთან რუსული საოკუპაციო ჯარების ფორმირების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები