„ჰეზბოლას“ ლიდერი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ბეირუთში „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობას ეხმაურება. ნასრალას თქმით, ეს ქმედება უპასუხოდ არ დარჩება.

„გუშინდელი დანაშაული იყო დიდი და სახიფათო. ეს დანაშაული რეაგირებისა და სასჯელის გარეშე არ დარჩება. ჩვენსა და ჩვენს მტრებს შორის არის დრო და ბრძოლის ველი“, – განაცხადა ნასრალამ.

„ჰეზნოლას“ ლიდერი ასვეე აცხადებს, რომ „ღვთის ნებით, ისრაელი ვერ შეძლებს ომის მიზნების მიღწევას „ჰამასისა“ და „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ“.

მისი თქმით, თუ ისრაელი ლიბანთან ომს დაიწყებს, პასუხი შესაბამისი იქნება.

„თუ ისრაელი გააფართოებს ომს ლიბანთან, მაშინ ჩვენი პასუხი იქნება უსაზღვრო. ჩვენ არ გვეშინია ომის. ჩვენთან ომი ძალიან ძვირი დაჯდება”, – ამბობს ნასრალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები