ირანში ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით BBC-ი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა. 60-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში მკურნალობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები