დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის დაბლოკვის შესახებ მეინის შტატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის დაბლოკვის შესახებ მეინის შტატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გაზეთი The Washington Post ავრცელებს.
როგორც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეინის შტატის გადაწყვეტილება არჩევნებში უხეში ჩარევისა და ამერიკულ დემოკრატიაზე თავდასხმის მცდელობაა.
მეინი კოლორადოს შემდეგ ამერიკის მეორე შტატი გახდა, რომელმაც დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საშტატო საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღო. ორივე შტატში გადაწყვეტილება კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე მიიღეს, რომელიც ამბოხების მონაწილეებს, არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.