მედიის ცნობით, ბეირუთში, სავარაუდოდ, ისრაელის თავდასხმას „ჰამასის“ მეთაურის მოადგილე ემსხვერპლა
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მეთაურის, ისმაილ ჰანიეს მოადგილე, სალეჰ ალ-არური დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ლიბანური მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელს სავარაუდო თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სალეჰ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებლად, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაურად ითვლებოდა.