იან ლიპავსკი: ფარისევლური რუსეთი სხვებს გენოციდში ადანაშაულებს, თავად კი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს
ფარისევლური რუსეთი სხვებს გენოციდში ადანაშაულებს და თავად ისევ ბომბავს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს და უდანაშაულო მოქალაქეებს კლავს, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ფარისევლური რუსეთი. ის სხვებს გენოციდში ადანაშაულებს და თავად კი ისევ ბომბავს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს და უდანაშაულო მოქალაქეებს კლავს. მას უნდა, რომ ომით დავიღალოთ და უარი ვთქვათ უკრაინელების დახმარებაზე. მაგრამ ეს არ მოხდება. არც წელს, არც არასდროს“, – წერს ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი X-ზე.
Hypocritical Russia. It accuses others of genocide and is itself once again bombing civilian targets in Ukraine and murdering innocents. It wants us to be tired of war and give up on the Ukrainians.
But that is not going to happen. Not this year, not ever.
— Jan Lipavský (@JanLipavsky) January 2, 2024