ესტონეთის პრეზიდენტი: უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსული სარაკეტო თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება
ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უკრაინაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად უწოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„კვლავ ბარბაროსული მასობრივი სარაკეტო თავდასხმა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნალში. დასავლეთის მიერ [უკრაინისათვის] მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემა აკეთებს თავის საქმეს სიცოცხლის გადასარჩენად“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი X-ზე.
ცნობისთვის, 2 იანვარს რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. ოკუპანტების იერიშის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი. ამასთან, განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
Again a barbaric mass missile attack against 🇺🇦 civilians. This is a crime against humanity, which will not go unpunished at #internationaltribunal.
Western supplied air defence doing its job to help save lives. Let’s switch into a new gear in our support to help #Ukraine!— Alar Karis (@AlarKaris) January 2, 2024