იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი იშიკავას პრეფექტურის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა, 15 ადამიანი, ქალაქ ვაჯიმადანაა.
გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი.
პრემიერ-მინისტრ ფუმიო კისიდას განცხადებით, მაშველები იმ ადამიანებამდე მიღწევას ცდილობენ, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.
მიწისძვრის შედეგად ჩაკეტილია გზები, განადგურებულია მანქანები და დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრების სერია გუშინ, 1-ელ იანვარს მოხდა. მათგან ყველაზე ძლიერი იშიკავას პრეფექტურაში დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.