კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა – რუსებმა უკრაინას რაკეტებით შეუტიეს

კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.

რუსებმა უკრაინის დედაქალაქზე მასობრივი იერიში განახორციელეს და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით, კერძოდ კი „კინჟალით“ შეუტიეს.

როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, წინასწარი მონაცემებით, რუსებმა გამთენიისას კიევის მიმართულებით Х-47М2 „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვეს.

მანამდე კიევში ძლიერი აფეთქებების სერია იყო. რაკეტების ფრაგმენტები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ჩამოვარდა.

აღნიშნულის შედეგად არიან დაშავებულები. ამასთან, რუსების იერიშმა ელექტროენერგიისა და წყლის პრობლემები შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები