თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ მზად არის, ნებისმიერი საჭირო დახმარება გაუწიოს იაპონელ ხალხს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იაპონიის დასავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, ქვეყანას მხარდაჭერას სთავაზობს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია კონტაქტზეა იაპონელ ოფიციალურ პირებთან და შეერთებული შტატები მზადაა ნებისმიერი საჭირო დახმარება გაუწიოს იაპონელ ხალხს.
„როგორც ახლო მოკავშირეები, აშშ და იაპონია იზიარებენ ღრმა მეგობრულ კავშირს, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხს. იაპონელ ხალხზე ვფიქრობთ ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით ადამიანი.