ახალი წლის ღამე საფრანგეთში 745 მანქანა დაწვეს
ახალი წლის ღამეს საფრანგეთში 745 მანქანა დაწვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ მედია ქვეყნის შს მინისტრზე, ჟერალდ დარმანენზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველებმა 380 პირი დააკავეს.
როგორც მინისტრმა CNews-ის ეთერში თქვა, ეს წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია, 2023 წლის 1-ელ იანვარს 690 მანქანა დაწვეს.
მისივე თქმით, 10%-ით ასევე, შემცირდა დაკავებულთა რიცხვი.
“ანუ ეს ღამე შეიძლება შეფასდეს, როგორც შედარებით მშვიდი”, – განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.
დარმანენმა ასევე, თქვა, რომ არეულობის დროს 40 სამართალდამცველი დაშავდა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია.