ახალი წლის ღამეს ნიდერლანდებში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ახალი წლის ღამეს ნიდერლანდებში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ პოლიციამ გამოაცხადა.

დაკავება მთელი ქვეყნის მასშტაბით არეულობის ფონზე მოხდა, რომლის დროს ათობით პოლიციელი დაშავდა.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ქვეყნის რამდენიმე ქალაქში სამართალდამცველებს ფოიერვერკები და ქვები დაუშინეს, ხოლო პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღამით ბევრ სერიოზულ ინცინდენტსა და მიუღებელ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

როტერდამის პოლიციაში განაცხადეს, რომ ქალაქში 100-ზე მეტი მანქანა და სხვა სატრანსპორტო საშუალება დაწვეს.

ამსტერდამში, ჰააგასა და სხვა ქალაქებში აგრესიულად განწყობილი მასების დასაშლელად სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები