იტალიაში პიროტექნიკის გამოყენებას ქალი ემსხვერპლა, 270-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
იტალიაში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებას 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, 274 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ AFP წერს.
გამოცემა წერს, რომ ნეაპოლის მახლობლად, 45 წლის ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც “მას ტყვია მოხვდა, რომელიც სავარაუდოდ, მისი ოჯახის წევრმა გაისროლა”.
პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაშავებულთაგან 49 ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ორის მდგომარეობა მძიმეა.
აღინიშნება, რომ წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია, როდესაც 180 დაშავებული და 48 ჰოსპიტალიზირებული იყო, თუმცა სასიკვდილო შემთხვევა არ ყოფილა.