“უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით დასავლეთში რიტორიკა იცვლება, ახლა უკვე მოლაპარაკებებზე საუბარს იწყებენ” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით დასავლეთში რიტორიკა თანდათან იცვლება, თუ ადრე საუბრობდნენ რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე, ახლა უკვე მოლაპარაკებებზე იწყებენ საუბარს.
ამის შესახებ მან ვიშნევსკის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო პერსონალთან შეხვედრისას თქვა.
„ისინი, ვინც გუშინ საუბრობდა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობაზე, ახლა ეძებენ სიტყვებს, თუ როგორ დაასრულონ კონფლიქტი სწრაფად. პრობლემის არსი უკრაინაში არ არის. არამედ მათშია ვინც უკრაინის ხელით ცდილობს რუსეთის განადგურებას. აი, ამაშია პრობლემა. მაგრამ არაფერი გამოუვათ. უბრალოდ შეუძლებელია. უბრალოდ, აბსოლუტურად შეუძლებელია. და მე ვფიქრობ, რომ თანდათან ამის გაცნობიერება მოდის და რიტორიკა იცვლება“, – აღნიშნა მან.