სახალინზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

რუსეთის სახალინის ოლქში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, რომელიც, შესაძლოა, კუნძულის დასავლეთ სანაპიროს შეეხოს.

ამის შესახებ სახალინის ცუნამის ცენტრმა გამოაცხადა.

სახალინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

რიგ რაიონში ცუნამის განგაშის სისტემაა ჩართული.

დღეს, იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა, რომლის შედეგად ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული, ზღვაში ტალღების სიმაღლე უკვე 1,2 მეტრს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები