კიმ ჩენ ინი ვაშინგტონის და სეულის განადგურებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კორეის არმიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე, სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს კიდევ ერთხელ დაემუქრა და “ამ მტრების სრული განადგურების“ აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეული სააგენტო KCNA იტყობინება.

კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების სიტუაციის გაანალიზებისას, “რომელიც ყოველდღიურად უახლოვდება შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარს”, კიმმა “ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის დაცვისკენ” მოუწოდა.

„რაც უფრო დინამიურად ვითარდება კორეის რევოლუცია, მით უფრო სასოწარკვეთილად ცდილობენ მის შეჩერებას ამერიკელი იმპერიალისტები და კორეის რესპუბლიკის კლანი“, – თქვა მან.

კიმ ჩენ ინის თქმით, „თუ მტერი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირებას და პროვოკაციას დაიწყებს, ჩრდილოეთ კორეის არმიამ „უნდა მიაყენოს სასიკვდილო დარტყმა მისი სრულად განადგურების მიზნით, და უყოყმანოდ მოახდინოს საკუთარი ყველა ძლიერი ძალების და საშუალებების მობილიზება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები