ოკუპანტების იერიშის შედეგად ლვოვში, შუხევიჩის სახელობის მუზეუმი მთლიანად დაიწვა

რუსმა ოკუპანტებმა ახალი წლის ღამეს უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანეს, მათ შორის იყო ლვოვი, სადაც რომან შუხევიჩის მემორიალურ მუზეუმში ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.

ლვოვის მერის ანდრეი სადოვოის თქმით, მუზეუმი მთლიანად დაიწვა.

ბელოგორშჩა. ხანძარი შუხევიჩის მუზეუმში. წინასწარი მიზეზი: მტრის დრონის ნამსხვრევები. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები გავიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ხანძრის ლიკვიდაცია გრძელდება. ლვოვში ისევ აფეთქებებია. დარჩით თავშესაფარში. საფრთხე კვლავ მაღალია“, – დაწერა კოზიცკიმ.

მისივე ინფორმაციით, “შაჰედის“ფრაგმენტის ჩამოვარდნა დაფიქსირდა ქალაქ დუბლიანში, სადაც საერთო საცხოვრებლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები