ოკუპანტებმა ოდესაზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ახალი წლის ღამეს ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, თავდასხმას, სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი დაშავდა.
მისი ინფორმაციით, ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაიბობმა, რამაც ხანძრები გამოიწვია.
„ამჟამად ერთ დაღუპულზეა ცნობილი. დაშავდა სამი ადამიანი, და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს. ადგილზე მიმდინარეობს სასწრაფო დახმარება, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს“, – განაცხადა მან.