“ჰამასი”: ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 21 320-მდე გაიზარდა
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანკლავში დაღუპულთა რიცხვი 21 320-მდე გაიზარდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, აშრაფ ალ-ქუდრას ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად 55 603 ადამიანი დაშავდა.
აშრაფ ალ-ქუდრამ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში 104 სასწრაფო დახმარების მანქანას და 142 სამედიცინო დაწესებულებას მიზანმიმართულად დაუმიზნეს.