გაეროში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუცია რეალობას მოწყვეტილია

გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა უშიშროების საბჭოს რეზოლუცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დახმარებაზე ფოკუსირება „არასაჭიროა და მოწყვეტილია რეალობას“.

„ისრაელი უკვე უზრუნველყოფს დახმარების მიწოდებას საჭირო მასშტაბით. გაერომ უნდა გაამახვილოს ყურადღება მძევლებთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე“, – აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდასა და ყველა მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები