ჯანმო: ღაზაში ნაწილობრივ ფუნქციონირებას მხოლოდ 11 საავადმყოფო აგრძელებს

ღაზას სექტორში საავადმყოფოების მესამედზე ნაკლები აგრძელებს მუშაობას, თუმცა, არა – სრული დატვირთვით.

ამის შესახებ Reuters-ი ჯანმოს წარმომადგენელზე, რიჩარდ პიპერკორნზე დაყრდნობით წერს.

„სულ რაღაც 66 დღეში, 36 მოქმედი საავადმყოფოდან ჯანდაცვის სისტემას დარჩა 11 ნაწილობრივ მოქმედი საავადმყოფო – ერთი ჩრდილოეთით და 10 სამხრეთით. ჩვენ არ შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ, კიდევ დავკარგოთ საავადმყოფოები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოვუწოდებთ, რომ ეს არ მოხდეს,” – თქვა მან ბრიფინგზე.

პიპერკორნმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ  ღაზას სექტორში საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობის გაზრდაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები