IDF-მა “ჰამასის” სარაკეტო პუნქტი და იარაღის ქარხანა გაანადგურა
ისრაელის ჯარებმა ღაზას ჩრდილოეთით “ჰამასის” სარაკეტო პუნქტი და იარაღის ქარხანა გაანადგურეს.
ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიაში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ განადგურებული სარაკეტო პუნქტი გამოიყენებოდა ქალაქ სდეროთის მიმართულებით რაკეტების გასაშვებად.
იარაღის ქარხანაში აღმოჩენილია, დაახლოებით, 250 რაკეტა, ჭურვი, ყუმბარმტყორცნი და სხვა იარაღი, ასევე, სამხედრო ტექნიკა.