“ისრაელის სამხედრო მხარდაჭერას “ჰამასის” განადგურებამდე გავაგრძელებთ” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ებრაელი ხალხისა და ისრაელის უსაფრთხოებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამის შესახებ მან თეთრ სახლში განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელს სამხედრო დახმარებას მანამ, სანამ ისინი “ჰამასს” არ გაანადგურებენ. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ისინიც უნდა იყვნენ ფრთხილად. საზოგადოებრივი აზრი მთელ მსოფლიოში შესაძლოა, ერთ ღამეში შეიცვალოს, ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა თქვა, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას ღაზაში მძევლების გასათავისუფლებლად.

როგორც მან აღნიშნა, მუშაობს იმაზე, რომ “ჰუმანიტარული დახმარება უფრო მეტმა უდანაშაულო პალესტინელმა მიიღოს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები