რუსეთმა 2024 წლის 31 მაისამდე მაგარი ხორბლის ექსპორტი აკრძალა
რუსეთის მთავრობამ მაგარი ხორბლის ექსპორტი 2024 წლის 31 მაისამდე აკრძალა.
ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ ზომა უკავშირდება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შიდა ბაზარზე მაგარი ხორბლის პროდუქციის ფასების სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას.
ამასთან, რუსეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ აკრძალვა არ იმოქმედებს მაგარი ხორბლის ექსპორტზე ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში; მარცვლეულის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
გარდა ამისა, მაგარი ხორბლის მიწოდება შესაძლებელია სომხეთში, ბელარუსში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში გარკვეული კვოტებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით.