პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკი პრემიერ-მინისტრად აირჩია

პოლონელმა დეპუტატებმა დონალდ ტუსკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას Radio France Internationale-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატაში კენჭისყრისას 248 დეპუტატმა მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს ყოფილ პრეზიდენტს და ლიბერალური კოალიციის ლიდერს დონალდ ტუსკს, 201 კი წინააღმდეგი იყო.

„მინდა მადლობა გადავუხადო პოლონელ ქალებსა და მამაკაცებს. ეს მშვენიერი დღეა არა ჩემთვის, არამედ ყველა მათთვის, ვისაც ამ წლების განმავლობაში ღრმად სჯეროდა, რომ ყველაფერი კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რომ ჩვენ განვდევნით სიბნელეს, რომ განვდევნით ბოროტებას. ეს არის ის, რაც მოხდა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები