აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიღებული ყარაბაღელი სომხების წარმომადგენლების მიმართვის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება ანტიტერორისტული ღონისძიებების შეჩერების შესახებ 20 სექტემბრის ადგილობრივი დროით 13:00 საათიდან.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებების შეწყვეტა მოხდება შემდეგი პირობით:
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში მდებარე სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები და არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებები დაყრიან იარაღს, დატოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და მთლიანად განიარაღდებიან. სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები დატოვებენ აზერბაიჯანის ტერიტორიას და უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებები დაიშლება.
2. პარალელურად, მოხდება ყველა იარაღის და მძიმე ტექნიკის ჩაბარება.
3. ზემოაღნიშნული პროცესების განხორციელება უზრუნველყოფილია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტთან კოორდინაციით.
ამავე შინაარსის განცხადება არწახის ე.წ. პრეზიდენტის აპარატმაც გაავრცელა, სადაც ასევე ნათქვამია, რომ 21 სექტემბრიდან არწახის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების განხილვა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისა და აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე მოხდება.