ექვსი დღის წინ დაკარგული 70 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში დაკარგული 70 წლამდე ქალი სოფლის განაპირას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ექვსი დღის განმავლობაში 70 წლის ქალბატონს ხულოს რაიონული პოლიცია და ასევე კინოლოგები ეძედნენ.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და საქმე არძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 70 წლის გარდაცვლილს პირველადი დათვალიერებით სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გარდაცვლილი სოფელ ღორჯომში მარტო ცხოვრობდა, შვილები კი მიმდებარე სოფელში.