შსს: იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

   შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1994 წელს დაბადებული გიორგი მ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კუსტარული წესით დამზადებული არარეგისტრირებული რევოლვერი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=nYKVs3Anx8E&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები