“როგორც 2008 წლის აგვისტოში, დღესაც ჩვენი მტრები იქნებიან განადგურებული და რუსეთი მშვიდობას, საკუთარი პირობებით მიაღწევს” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ვაშინგტონს და მათ მოკავშირეებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოცდილება არ ეყოთ და ისინი დღეს ისევ იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ და ცდილობენ რუსეთი მიწასთან გაასწორონ.

როგორც მედვედევი “ტელეგრამში” წერს, როგორც 2008 წლის აგვისტოში, უკრაინაში მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას, საკუთარი პირობებით მიაღწევს.

“ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ მზაკვრულ თავდასხმას, აგრესორს მკაცრი პასუხი გასცა. იდიოტი სააკაშვილის უკან კოლექტიური დასავლეთი იდგა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა სიტუაციის გაღვივებას რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში, სწრაფად და სასტიკად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები. მტრისგან ჩვენი ხალხი დავიცვათ, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. ახალ სახელმწიფოებს, რუსეთის მხარდაჭერით, განვითარების შესაძლებლობა მივეცით.

შეერთებულ შტატებსა და მათ ვასალებს მაშინ გამოცდილება აშკარად არ ეყოთ. დღეს ისინი კვლავ სხვისი ხელებით აწარმოებენ კრიმინალურ ომს და ცდილობენ რუსეთი მიწასთან გაასწორონ. ჩვენს წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ნატოს მთელი სისტემა ღიად იბრძვის. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის გადასაჭრელად.

როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები იქნებიან განადგურებული და რუსეთი მშვიდობას, საკუთარი პირობებით მიაღწევს.

გამარჯვება ჩვენი იქნება!”,- წერს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები