“ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში, სწრაფად და სასტიკად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები, რომელთა უკან კოლექტიური დასავლეთი იდგა” – მედვედევი აგვისტოს ომზე

“ზუსტად 15 წლის წინ, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში, სწრაფად და სასტიკად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები, რომელთა უკან კოლექტიური დასავლეთი იდგა”,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი “ტელეგრამში” წერს, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

მისი თქმით, ახლაც, როგორც მაშინ, რუსეთის წინააღმდეგ “ნატოს მთელი სისტემა ღიად იბრძვის”, და დღესაც “მტერი იქნება განადგურებული.

“ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ მზაკვრულ თავდასხმას, აგრესორს მკაცრი პასუხი გასცა. იდიოტი სააკაშვილის უკან კოლექტიური დასავლეთი იდგა, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა სიტუაციის გაღვივებას რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში, სწრაფად და სასტიკად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები. მტრისგან ჩვენი ხალხი დავიცვათ, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. ახალ სახელმწიფოებს, რუსეთის მხარდაჭერით, განვითარების შესაძლებლობა მივეცით.

შეერთებულ შტატებსა და მათ ვასალებს მაშინ გამოცდილება აშკარად არ ეყოთ. დღეს ისინი კვლავ სხვისი ხელებით აწარმოებენ კრიმინალურ ომს და ცდილობენ რუსეთი მიწასთან გაასწორონ. ჩვენს წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ნატოს მთელი სისტემა ღიად იბრძვის.

ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის გადასაჭრელად. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები იქნებიან განადგურებული და რუსეთი მშვიდობას, საკუთარი პირობებით მიაღწევს.

გამარჯვება ჩვენი იქნება!”,- წერს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები