“ზელენსკი სააკაშვილის ბედს გაიზიარებს” – ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედს გაიზიარებს.

 

როგორც ვოლოდინი “ტელეგრამში” წერს, “ვაშინგტონისა და ბრიუსელის მარიონეტების ბედი ყოველთვის ერთნაირად მთავრდება – მათ იშორებენ. შემდეგი ზელენსკია”.

 

ვოლოდინმა გაიხსენა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა “სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ბრძანება გასცა, მაშინ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას იცავდა”.

 

“მთავრობაში მოსვლიდან სააკაშვილის რეჟიმი ხაზგასმულად რუსოფობიური იყო. მას მხარს უჭერდნენ ევროკავშირი და ნატო, აფინანსებდნენ, აწვდიდნენ იარაღს და ამზადებდნენ სამხედროებს.

 

იგივე მოხდა მოგვიანებით უკრაინაში.

 

მოგვიანებით სააკაშვილი, რომელიც დასავლეთისთვის აღარ იყო საჭირო, სამშობლოში გაასამართლეს. ის უკრაინიდან გააძევეს, მოქალაქეობა ჩამოართვეს. ახლა ის საქართველოს პრეზიდენტობის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

 

ისტორია მეორდება, მაგრამ ახლა ზელენსკისთან ერთად.

 

დასავლეთი უკვე დაიღალა მისით და კიევის დაუოკებელი რეჟიმით. მისი უმადურობა ევროპული პოლიტიკის დომინანტური თვისება გახდა. ეს ღიად ცხადდება ოფიციალურ დონეზე ბრიტანეთში და პოლონეთშიც კი.

 

სააკაშვილი დაგვამახსოვრდა მხოლოდ ჰალსტუხის ღეჭვით. ის გარიყულია, პატიმარია. იგივე ელოდება ზელენსკის”,- წერს ვოლოდინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები