გიორგი ვოლსკი – „ნაცმოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელზე“: კარგი იქნება, რევოლუციური, დესტაბილიზაციის გეგმის გარდა, საზოგადოებას რაიმე საინტერესო პროგრამა წარუდგინონ

“ლაპარაკი პარტიების გამსხვილებაზე არ არის, რადგან უკვე გამსხვილებულია და ყველა რევოლუციურ კომიტეტშია გაერთიანებული. ეს ერთი ლეგიონია, მათ ერთი სახელი აქვთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “სტრატეგია აღმაშენებელზე” საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული პარტიების დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ უცვლელია.

„კარგი იქნება, რევოლუციური, დესტაბილიზაციის გეგმის გარდა, საზოგადოებას რაიმე საინტერესო პროგრამა წარუდგინონ, თუმცა ამას არ ველოდები, ვინაიდან “რევკომი” უცვლელია, გეგმები უცვლელია და ხალხისა და სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება არის უცვლელი. “ხარი ხართან რომ დააბა ან ფერს იცვლის ან ზნეს”, მაგრამ არ მგონია, ან ფერსა და ან ზნეში რაიმე განსხვავებული იყოს ან პოლიტიკურ ველზე ახალი ენერგიის წყარო შემოიტანონ. ეს არის დესტრუქციული ძალების გაერთიანება და არ მგონია, ამ გაერთიანებით ერთს ან მეორეს პროცენტი მოემატოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები