გიორგი კახიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ კანონმდებლობაში

„ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორ წელს ვგულისხმობ, ჩვენ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ კანონმდებლობაში. ყველა ეს ცვლილება განპირობებული იყო იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „გრანტების შესახებ“ კანონზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

კახიანის თქმით, ეს პროცესი დაიწყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით.

„ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორ წელს ვგულისხმობ, ჩვენ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ კანონმდებლობაში. ყველა ეს ცვლილება განპირობებული იყო იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით. აქამდე მსგავსი რამ თუ ხდებოდა, არა ასეთი მასშტაბით ჩვენი ქვეყნისთვის. ანუ ეს ცვლილებები, რაც მივიღეთ და რასაც თუნდაც ახლა ვახორციელებთ, მოწმენდილ ცაზე სურვილი არ გაგვჩენია ასეთი ცვლილებები რომ განგვეხორციელებინა. ეს იყო აუცილებელი იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს წინაშე არსებობდა.

ეს პროცესი დაიწყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“ დაარქვეს რუსული კანონი და საზოგადოებაში შექმნეს ისეთი აღქმა, თითქოს ეს ქვეყნის ინტერესებში არ ყოფილიყო. დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ თურმე აუცილებელი ყოფილა ყოფილა ამ კანონმდებლობის მიღება“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები