ეპშტეინის ფაილებში ნაომი კემპბელის სახელი 300-ზე მეტჯერ ფიგურირებს

ბრიტანელი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ცნობილ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან ასოცირდება. მისი სახელი გამოქვეყნებულ ფაილებში 300-ზე მეტჯერ ფიგურირებს,- ამის შესახებ NY Times-ი წერს.

ბიზნესმენთან მიმოწერის თანახმად, მოდელი მის სახლს არაერთხელ სტუმრობდა და წვეულებებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებზეც კი იწვევდა ეპშტეინს.

გავრცელებული ცნობით, მათ კონტაქტი მას შემდეგაც შეინარჩუნეს, რაც ეპშტეინი 2008 წელს არასრულწლოვნების პროსტიტუციისთვის გაასამართლეს.

თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, დოკუმენტებში სახელის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ კონკრეტული პირი რაიმე დანაშაულშია ბრალდებული ან დამნაშავედ ცნობილი.

მოდელის ადვოკატის, მარტინ სინგერის თქმით, მისმა კლიენტმა, სავარაუდოდ, არ იცოდა, რომ ეპშტეინი პედოფილიისთვის იყო გასამართლებული, რადგან ის 2009 წლიდან 2013 წლამდე მოსკოვში ცხოვრობდა, როდესაც რუს ბიზნესმენ ვლადისლავ დორონინთან ურთიერთობაში იმყოფებოდა.

ნაომი კემპბელს მანამდე საჯაროდ დაუდასტურებია, რომ ეპშტეინს იცნობდა, თუმცა უარყოფდა რაიმე უკანონო საქმიანობის შესახებ ცოდნას ან მასში მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები