გია აბაშიძე: ექს-ჩინოსნის, ლევან დავითაშვილის მიერ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ, მედიასთან ერთგვარი სპეკულაციური ინტერვიუ საერთაშორისო საკითხებზე მექანიკური შეცდომებია? მანიპულაციით თავად გამოკითხული დაზიანდება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორამციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა და თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოკითხული პირის თანხმობით გამოკითხვის ოქმი გასაჯაროვდება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დაუშვებელია მგრძნობიარე თემებზე ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან გაუაზრებელი საჯარო საუბარი.

მისი შეფასებით, პასუხისმგებლიანობა და ღირსეულობაა უწინარესი და არა „ნაცექსპერტის“ სტილში ლაპარაკი.

„ექს-ჩინოსნის, ლევან დავითაშვილის მიერ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ, მედიასთან ერთგვარი სპეკულაციური ინტერვიუ საერთაშორისო საკითხებზე მექანიკური შეცდომებია? მანიპულაციით თავად გამოკითხული დაზიანდება.

დაუშვებელია მგრძნობიარე თემებზე ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან გაუაზრებელი საჯარო საუბარი. პასუხისმგებლიანობა და ღირსეულობაა უწინარესი და არა „ნაცექსპერტის“ სტილში ლაპარაკი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან დავითაშვილის დაკითხვის შემდგომი ინტერვიუს უზუსტობები განმარტა:

„სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა:

  1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა.
  2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი!

თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ“, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები