პაკისტანში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 11 ჯარისკაცი და 1 ბავშვი დაიღუპა

პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 11 ჯარისკაცი და 1 ბავშვი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ტერორისტული თავდასხმა ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ბაჯაურის რაიონში მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად მოხდა, რამაც შენობის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად ასევე შვიდი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

პაკისტანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თავდასხმის უკან აკრძალული მოძრაობა „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის“ მხარდამჭერები იდგნენ.

მედიის ინფორმაციით, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა. პაკისტანის უსაფრთხოების კვლევების ცენტრის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, პროვინციაში გასულ წელს ძალადობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: დაღუპულთა რიცხვი 2024 წელს 1620-დან 2025 წელს 2331-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები