„აჭარული საუნჯე“ (I-VI ტ.) – ფოლკლორის ცენტრში წიგნს წარადგენენ

18 თებერვალს, 15:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში წიგნის – „აჭარული საუნჯე“ (I-VI ტ.) წარდგენა გაიმართება
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, „აჭარული საუნჯე”, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოცემაა.
„ინსტიტუტის დაარსებისთანავე, 1958 წლიდან დაიწყო აჭარის რაიონებში ფოლკლორულ – დიალექტოლოგიური და ეთნოლოგიური ექსპედიციები.
მოპოვებული მასალა ინახება ინსტიტუტის არქივში. სწორედ, ეს მასალაა წარმოდგენილი გამოცემაში: ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში შეკრებილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.
მრავალტომეული საინტერესოა არამარტო ქართველოლოგიური საკითხებით დაინტერესებულ მკვლევართათვის, არამედ მკითხველთა ფართო წრისათვის.
ასევე, წარმოდგენილი იქნება ისტორიულ ტაო – კლარჯეთსა და აჭარაში სამეცნიერო საექსპედიციო საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა“, – წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები