ზელენსკი: უკრაინა მზად არის, თავი შეიკავოს დარტყმებისგან, ჩვენ არ გვსურს ომი, ერთადერთი კითხვა რუსებთანაა – რა სურთ მათ?

უკრაინა სერიოზულად არის განწყობილი ომის დასრულების საკითხის მიმართ, რუსეთმა კი ჟენევაში მოლაპარაკებების დღესაც მასიური თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს, მოგვიანებით, დელეგაცია ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ მოხსენებას წარადგენს. გუნდმა აუცილებლად უნდა დააყენოს ამ დარტყმების საკითხი – პირველ რიგში, ამერიკულ მხარესთან, რომელმაც შემოგვთავაზა, რომ როგორც ჩვენ, ასევე რუსეთმა, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან. უკრაინა მზადაა. ჩვენ არ გვჭირდება ომი. და ჩვენ ყოველთვის სიმეტრიულად ვმოქმედებთ – ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და დამოუკიდებლობას. ასევე, ჩვენ მზად ვართ სწრაფად ვიმოქმედოთ ომის დასრულების სამართლიანი შეთანხმებისკენ. ერთადერთი კითხვა რუსებთანაა: რა სურთ მათ? და ასევე, ექნება თუ არა შედეგები რუსეთისთვის იმ ფაქტს, რომ „შაჰედები“, რაკეტები და ისტორიულ თემატიკაზე „ფანტასტიკური ჟანრის“ საუბრები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალური დიპლომატია და ხანგრძლივი მშვიდობა“, – თქვა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებას თავდასხმით უპასუხა.

„ეს ძალიან ნათლად აჩვენებს, თუ რა სურს რუსეთს და რაზეა ის რეალურად ორიენტირებული. თითქმის 400 დრონი გაუშვეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები