ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა – დაწყებულია გამოძიება

ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად კაცი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა მაშინ აფეთქდა, როცა მამაკაცი მასში ჯდებოდა.

დაშავებული ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები