გიორგი კახიანი – მიხეილ ყაველაშვილზე: დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არის მოსახლეობის ინტერესის სამსახურში

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური ანგარიში შეაფასა.

„დღევანდელ მოხსენებაში პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ბევრ აქტუალურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა საზოგადოებამ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიბრუნა და დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არის მოსახლეობის ინტერესის სამსახურში.

დღეს პრეზიდენტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ისაუბრა ქრისტიანობის როლზე, აღნიშნა ოჯახური ღირებულებების, ტრადიციების მნიშვნელობა, შეეხო განათლების რეფორმას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მშვიდობის როლს, აღსანიშნავია ისიც, რომ მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში დადგა.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ზეწოლასა და გავლენებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ჰქონდა ადგილი. მან საზოგადოების წინაშე ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა და ხაზი გაუსვა მშვიდობისა და ერთობის მნიშვნელობას. ეს გამოსვლა იყო ძალიან აქტუალური, მნიშვნელოვანი და ბევრის მთქმელი“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები