რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე დრონით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა.
„წინასწარი ინფორმაციით, „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმამ ფანჯრები და საცხოვრებელი სახლების ფასადები დააზიანა. დაიჭრა ქალი“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით, ფედოროვმა აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეზე თავდასხმის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 15 თებერვალს, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის 32 დასახლებულ პუნქტზე 668 დარტყმა განახორციელეს. თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.