თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას თეთრიწყაროს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ლევან ხმალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
“ადგილობრივებმა 2026 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული საკითხები დაასახელეს.
საკონსულტაციო შეხვედრები მოსახლეობასთან კოდის, მარაბდის ბორბალოსა და ასურეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა,”- წერია ინფორმაციაში.