დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიცია მშვიდობის წინააღმდეგ მოქმედებდა, რადგან საკუთარ მომავალს ამაში ხედავდა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დებატებში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება.
დეპუტატის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია საკუთარ პოლიტიკურ მომავალს დაძაბულობასა და კონფრონტაციაში ხედავდა, თუმცა დღეს მათი სტრატეგია შედეგს ვერ იძლევა და ისინი ცდილობენ საზოგადოებაში იპოზიორონ.
„რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ცდილობდა ემოქმედა მშვიდობის წინააღმდეგ, რადგან სწორედ ამაში ხედავდა საკუთარ პოლიტიკურ მომავალს. ახლა ისინი ყველა ასპექტში ხელმოცარულები არიან და ცდილობენ საზოგადოებაში იპოზიორონ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.