რატი იონათამიშვილი: ის, რომ დღეს ოპოზიციამ გადაიწერა კონსპექტებად მშვიდობის მნიშვნელობა და საუბრობენ ამაზე, ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან გულწრფელები
ის რომ დღეს მათ გადაიწერეს კონსპექტებად მშვიდობის მნიშვნელობა და საუბრობენ ამაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არიან გულწრფელები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 2022 წელსაც მშვიდობაზე ილაპარაკებდნენ.
„დღეს როდესაც ნახეს, რომ საზოგადოება დადგა არა ომის, არამედ მშვიდობის მხარეს, ისინი იძულებულები არიან დაიწყონ ამაზე საუბარი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.