სომხეთის სასამართლომ განკვეთილი მღვდლების დროებით აღდგენა დაუშვა

სომხეთის სასამართლომ სომხურ სამოციქულო ეკლესიას დაავალა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე, განკვეთილი მღვდლების მსახურების გაგრძელება უზრუნველყოს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ სომხურ სამოციქულო ეკლესიას დაავალა, უზრუნველყოს ასატრიანის, როგორც სურბ ჰოვჰანავანკის მონასტრის სულიერი მოძღვრის, და არამაის ტახმაზიანის, როგორც ტალინის რეგიონის სულიერი მოძღვრის, მსახურება სამოქალაქო საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.

შეგახსენებთ, სომხეთის ხელისუფლებასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის დაპირისპირება გამწვავდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ სასულიერო პირების მიმართ გაკეთებული მკაცრი განცხადებებისა და მისი ინიციატივის შემდეგ, შეეცვალა კათოლიკოსის არჩევის პროცედურა, რომელიც სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლს ანიჭებს პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები