აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ევროპელები ბევრ რამეს აკეთებენ საკუთარი თავის საბოტაჟისთვის.
მისი თქმით, ამერიკას სურს, რომ ევროპელები მათი მოკავშირეები იყვნენ.
„ევროპასთან დაკავშირებული ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ ევროპა არ მოგვწონს… არამედ ის, რომ ისინი ბევრ რამეს აკეთებენ საკუთარი თავის საბოტაჟისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ეს შეწყდეს. ჩვენ გვსურს, რომ ისინი ჩვენი მოკავშირეები იყვნენ სიტყვის სრული გაგებით“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.