ენდის ამბავი – ნაცრისფერი ბატი ბავშვთა სპორტულ ფეხსაცმელში

ცხოველები ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე საფრთხეში, მაგრამ დახმარების მიღება მათთვის გაცილებით რთულია, ვიდრე ადამიანებისთვის. დახმარების მისაღებად ცხოველმა თუ ფრინველმა უნდა იპოვოს ისეთი ადამიანი, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს მისი პრობლემების გადასაწყვეტად. ბატ ენდის გაუმართლა. მან ზუსტად ასეთი ადამიანი იპოვა. ჯიმ ფლემინგმა, ენთუზიაზისტმა გამომგონებელმა შტატ ნებრასკადან შეიფარა უბედური ფრინველი და მას სიარული ასწავლა.

ჯიმ ფლემინგი ყველას უცნაური ადამიანი ეგონა. ის გამუდმებით რაღაცას იგონებდა და მთელ გამომუშავებულ ფულს თავის უცნაურ გამოგონებებში დებდა. ერთხელ მან ააგო მფრინავი თეფში, რომელიც ვერ აფრინდა. მერე კი განაცხადა, რომ თევზის სატყუარა გამოიგონა, რომელიც ყოველთვის ამართლებს.

ხანდახან ფლემინგი ახერხებდა თავისი გამოგონებების გაყიდვას, მაგრამ ფული მაინც კატასტროფულად არ ჰყოფნიდა. მას გამუდმებით ესმოდა რჩევები, მიეტოვებინა სისულელეების კეთება და სერიოზული სამუშაო ეპოვა. ზოგი მამაკაცს გიჟადაც თვლიდა, რომელიც თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა. ამიტომ, როდესაც ჯიმი ქუჩაში ფეხსაცმლიან ბატთან ერთად ჩნდებოდა ქუჩაში, არავის უკვირდა.

კომპანია Nike-ის ამბასადორი

თავისი უცნაური შინაური ცხოველი ფლემინგმა 1987 წელს გაიცნო. მან სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ ფრინველთა ფერმაში გამოიჩეკა ბატი, ფეხების პათოლოგიით. მამაკაცი მაშინვე წავიდა ფერმაში და ფრინველი სამ ჯანმრთელ ფრინველზე გადაცვალა.

როდესაც ფრინველი, სახელად ენდი, სახლში მიიყვანა, ჯიმმა მაშინვე დაიწყო მისთვის ისეთი მოწყობილობის გამოგონება, რომელიც გადაადგილებაში დაეხმარებოდა. პირველი გამოგონება გახდა გორგოლაჭებიანი ეტლი, თუმცა ენდი მხოლოდ და მხოლოდ ჩიტი იყო და გამომგონებელმა ვერ შეძლო ბატისთვის ესწავლებინა გამოგონილი ეტლით გადაადგილება.

მაშინ ფლემინგმა პროთეზების კონსტრუირება გადაწყვიტა. მან უცებ ძველი საბავშვო ფეხსაცმელი დაინახა, რომელიც სანაგვე კონტეინერთან იდო. ცოტა დაფიქრების შემდეგ კონსტრუქტორმა შეძლო ფეხსაცმელი ბატის ფეხებზე დაემაგრებინა. ბატისთვის სიარული სწავლება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ჯიმმა ამაზე რამდენიმე დღე დახარჯა, ისინი ყოველ დილას 3 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

საბოლოო ჯამში, ენდიმ სიარული ისწავლა და ამისგან სიამოვნებასაც კი იღებდა. ძალიან მალე ბატმა ისე კარგად აითვისა ფეხსაცმლით სიარული, რომ პატრონთან ერთად ქუჩაში სეირნობდა როგორ ძაღლი, საბელით. უცნაური წყვილის შესახებ ადგილობრივმა პრესამ გაიგო და ეს საერთაშორისო ცნობადობის დასაწყისი გახდა. ფლემინგი და მისი ბუმბულებიანი მეგობარი ტელეშოუში მიიწვიეს, მათზე სიუჟეტებს იღებდნენ და ინტერვიუს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ართმევდნენ.

მსოფლიო პოპულარობა და მისი საშინელი შედეგი

ძალიან მალე ჯიმი და ენდი იმდენად პოპულარულები გახდნენ, რომ მათ საკუთარი ფან-კლუბიც კი ჰყავდათ. ერთ-ერთ ინტერვიუში ფლემინგმა განაცხადა, რომ ენდის Nike-ის ფირმის ფეხსაცმელი უფრო მოსწონდა. კომპანიამ მაშინვე მოახდინა ამაზე რეაგირება და ბატს ულიმიტოდ აწვდიდა თავის ფეხსაცმელს. მწარმოებელი ასევე გახდა ყველა ღონისძიების სპონსორი, სადაც ჯიმი და ენდი იღებდნენ მონაწილეობას.

ბევრს აკვირვებდა ის ფაქტი, რომ უცნაური გამომგონებელი არ ცდილობდა ბატის მეშვეობით ფულის შოვნას. ფლემინგი ბატს სუფთა გულით ეხმარებოდა. გარდა ამისა, მამაკაცს ესმოდა ბატთან ერთად ჩატარებული ყველა ღონისძიების მნიშვნელობა. ის ხალხს აგებინებდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები განაჩენი არ არის. სამწუხაროდ, 1991 წლის 19 ოქტომბერს გამოუსწორებელი რამ მოხდა. ცნობილი ბატი მოიპარეს პირდაპირ ფლემინგის სახლიდან. მოგვიანებით, ფრინველი მკვდარი იპოვეს ტბასთან ახლოს. სადისტებმა ფრინველი მოკლეს, მოაგლიჯეს თავი და ფრთები.

ეს დანაშაული რეზონანსული გახდა და მისი გამოძიება პოლიციამ დაიწყო.

სამწუხაროდ, ვერც სამართალდამცავებმა და ვერც მოხალისეებმა დამნაშავე ვერ იპოვეს. ჯიმ ფლემინგი ძალიან ძნელად უმკლავდებოდა მეგობრის სიკვდილს და სტრესულ ფონზე მას ალცჰეიმერი განუვითარდა. მამაკაცი მთელ სამყაროს მოწყდა და თითქმის, არასდროს გამოდიოდა სახლიდან.

ფლემინგი 1999 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მამაკაცის ანგარიშებზე სოლიდური თანხები ინახებოდა, რაც ჰონორარის სახით მიიღო სხვადასხვა შოუში მონაწილეობისთვის. გასაოცარია, მაგრამ ჯიმი მათ არასდროს იყენებდა, მაშინაც კი, როდესაც მძიმედ ავადმყოფობდა და მკურნალობას საჭიროებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები