დაკარგული არქიტექტურა – ნაგებობები, რომელთა ნახვაც მხოლოდ ფოტოებზეა შესაძებელი
საკუთარი ისტორიის განმავლობაში, კაცობრიობამ მრავალი გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა შექმნა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ მათი დიდი ნაწილის ნახვა არ შეგვიძლია. ომებმა, სტიქიურმა კატასტროფებმა, ვანდალიზმმა და დრომ წარსულის ყველაზე მდგრადი ძეგლებიც კი გაანადგურა. ზოგზე მხოლოდ ჩანაწერები და მოგონებები დარჩა, ზოგს უფრო გაუმართლა – ისტორიას მათი ფოტოები შემორჩა.
სწორედ ამ ფოტოების გარშემო ერთიანდება Reddit-ზე საზოგადოება Lost Architecture. ამ საზოგადოებას 100 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავს. ისინი რეგულარულად აზიარებენ საინტერესო და სანახაობრივი ისტორიული შენობების ფოტოებს, რომლებმაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, დღემდე ვერ მოაღწიეს.
ჰამბურგში, ჩრდილოეთ ელბაზე არსებული ხიდის პირვანდელი სახე. გერმანია, 1887–1959 წწ.
ბამიანის ბუდას ქანდაკება „თალიბანმა“ 2001 წლის მარტში ააფეთქა.
გილენდერის შენობა, ერთ-ერთი პირველი ცათამბჯენი ნიუ-იორკში. აშენდა 1897 წელს და დაინგრა 1910 წელს.
ძველი ბიბლიოთეკა დეტროიტში. გაიხსნა 1877 წელს და დაინგრა 1931 წელს.
უძველესი შენობა ჰამბურგში. აშენდა 1504 წელს, დაინგრა 1910 წელს.
III საუკუნის ტეტრაპილონი ძველ პალმირაში. გაანადგურა ISIS-მა 2017 წელს.
უზარმაზარი ხის შენობა პენსილვანიაში. აშენდა 1886 წელს, 1906 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა.